საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2025
ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

„საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან აცილებას“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის თანახმად, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშში საქართველო ასევე კვლავ დასახელებულია, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი გლობალურ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან მახაშვილმა საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის სამი მიზეზი დაასახელა.

„პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არა სადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ტერორიზმი არ არის სტატიკური მოვლენა, ის მუდმივად იცვლება და ერგება ახალ განვითარებებს.

„ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა.

სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

„საქართველო მზადაა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი წარმატებული და ნაკლებად წარმატებული მაგალითები, მოვისმინოთ თქვენი გამოცდილებაც, რათა ერთობლივად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც არ იქნება ადგილი ტერორიზმისთვის, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R