საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძე: საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობას აზიანებს

მედია და საზოგადოება 03 Jul 2025
მაია ბითაძე: საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობას აზიანებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.

როგორც მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს.

„მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის - უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება. ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“. - აღნიშნა მაია ბითაძემ.


მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზირებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.


„საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობასა და არსს აზიანებს. ასეთი განცხადებები ასახავს იმ რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს, საქართველოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ისმის იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც დასავლური ქვეყნები თავად იყენებენ საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად.

„რაც ბრიტანეთში, შვედეთსა და კანადაში მიჩნეულია დანაშაულად, არ შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ცინიზმია მისი ნამდვილი გამოვლინებით. იგი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს გლობალური პარტნიორების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.
დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის.
გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R