საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 ოქტომბერი 2025
მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” მონაწილეებსა და გამარჯვებულებს შეხვდა. 

 
შეხვედრაზე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების წარმოჩენაზე, ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს. 

 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კონკურსის „მე - ახალგაზრდა მეცნიერი” სხვადასხვა წელს გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა  კონკურსში საკუთარი პროექტები წარადგინეს. ეროვნულ დონეზე კონკურსს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდი უწევს ორგანიზებას. კონკურსი ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ერთ-ერთ ქვეყანაში იმართება.

 
„ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის  დროებით კომისიასთან თანამშრომლობაზე. განვიხილეთ საერთაშორისო კონკურსებში ქართველი ახალგაზრდების მიღწევები. აღინიშნა, რომ საჭიროა გამარჯვებული  პროექტების პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობა. ასევე ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება უმაღლესი განათლების განვითარებისა და  ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების  კუთხით“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. 
 
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. პლენარულ სხდომაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარე  შალვა პაპუაშვილი მიესალმა. 

 
შეხვედრას ესწრებოდნენ: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ხულორდავა, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე ევა ბაბალაშვილი, ევროკონკურსის ეროვნული ეტაპის ჟიურის თავმჯდომარე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე პაატა კერვალიშვილი და „პროგრესული იდეების ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ჟორდანია.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R