მარიამ ლაშხი მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველო“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველო“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საკითხები იყო.
„შეხვედრაზე იმ მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რაზეც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია მუშაობს. მრავალშვილიანობის სტატუსის თემაზე აქტიური კონსულტაციები გვაქვს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახების სტატისტიკა არსებობდეს, რათა სახელმწიფოს ამის საფუძველზე მიზნობრივი პროგრამებისა და მხარდაჭერის პაკეტების შემუშავება შეეძლოს, რაც მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
