საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი  საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 25 ნოემბერი 2025
მარიამ ლაშხი  საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ურთიერთობების გაძლიერებაზე. შეხვედრაზე სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ისრაელს შორის აკადემიური მიმართულებით მემორანდუმის გაფორმების საკითხზე ისაუბრეს. 

საუბარი შეეხო ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ფარგლებში  ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა ბავშვთა უფლებები კიბერსივრცეში. ისრაელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ამ კუთხით. საუბარი გვქონდა ერთობლივი სემინარის ჩატარებაზე, რომლის მიზანი იქნება ცნობიერების ამაღლება და ისრაელის საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისრაელის გამოცდილებაზე სამხედრო სტრუქტურაში ინოვაციებისა და მეწარმეობის ინტეგრირების კუთხით. 

„ისრაელში სამხედრო მიმართულება ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. ჯარში კარგად არის ინტეგრირებული ინოვაციების და მეწარმეობის სწავლება. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ მათი გამოცდილება ამ კუთხითაც - სწავლების როგორი მეთოდები და შესაძლებლობები გააჩნიათ იმისთვის, რომ მეწარმეობის უნარები განივითარონ და სტარტაპები შექმნან. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჯანდაცვისა და აგრო-ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მან ისრაელის ელჩისგან მიიღო მიწვევა კიბერუსაფრთხოების კვირეულზე (Cyber Week), რომელიც ყოველწლიურად იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ისრაელში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R