საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 12 Nov 2025
მარიამ ლაშხმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონფერენციაზე - „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლება“ სიტყვით გამოვიდა. 

მარიამ ლაშხმა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.


მისი თქმით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას ხელს უწყობს.

„დღეს საჯარო საბავშვო ბაღებში ისეთი გარემოა, სადაც ბავშვები იზრდებიან უსაფრთხოდ, სარგებლობენ ხარისხიანი კვებით და იძენენ ისეთ უნარებს, რომელიც სკოლამდელი განათლების პერიოდში მნიშვნელოვანია, რათა მომავალში პასუხისმგებლობით აღსავსე  მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტმა ანა ბერძენაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დუგლას ფიშერმა.

მესამე ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რამდენიმე პანელური დისკუსია, სადაც განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს.


მათ შორის: აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული გაძლიერების საკითხი, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ხედვა, სასკოლო მზაობის პროგრამა (SRP), ბავშვის განვითარების შეფასების ინსტრუმენტები და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის გზები.

მესამე ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R