საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი კახიანი და გივი მიქანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი 05 Dec 2019
გიორგი კახიანი და გივი მიქანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა იყო პროგრამა, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგი საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის კონკურსში და პრაქტიკა გერმანიის ბუნდესტაგში გაიარონ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს. 

„შეხვედრაზე ასევე გაესვა ხაზი სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიასთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რაც საგარეო საკითხებში საქართველოს აქვს გერმანიის მხრიდან. ბუნდესტაგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით. სტუმრებს გავაცანით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები და გამოვთქვით მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გიორგი კახიანის თქმით, ქართული მხარის თხოვნით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მომავალი წლიდან საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ ასამბლეაში მონაწილეობს
21 Oct 2025

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ ასამბლეაში მონაწილეობს

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
12 Jul 2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩიეს
11 Dec 2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩიეს

გიორგი კახიანი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა
19 Aug 2024

გიორგი კახიანი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
06 Jun 2024

პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R