საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას

საპარლამენტო უმრავლესობა 26 აპრილი 2024
მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას
„რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ერთი შეხედვით მარტივი საკითხის ირგვლივ მოგვიწევდა შეკრება და მსჯელობა, რომ ქალი და კაცია ოჯახი ან როგორ შედგება ოჯახი. სამწუხაროდ, დღეს და არა მარტო საუბარი გვიწევს, არამედ იმ ღირებულებების დაცვაც, რომელმაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ზუგდიდში.
 
მან კონსტიტუციური კანონპროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
 
„ჩვენმა დიდმა წინაპარმა რამდენიმე სიტყვაში გვითხრა - მამული, ენა, სარწმუნოება, ეს ყველაფერს მოიცავს და ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. შემდეგ ჩვენმა პატრიარქმაც არაჩვეულებრივი სიტყვები გვითხრა - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი! მგონია, ყველამ ვიცით რა გზას უნდა დავადგეთ, საით და როგორ უნდა ვიაროთ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დროულია ჩვენი შეკრება და საუბარი. დროულია ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანის მოსაზრება, მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
 
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც გვათქმევინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ.
 
„ეს გზა არის გამარჯვების გზა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, იცავს ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R