საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 22 Dec 2025
ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრებს კარენ მაკიშიმას და ჰიდეტო კავასაკის შეხვდა.

მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მომავალ წელს დაგეგმილი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ამ მხრივ დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე გამახვილდა. ისაუბრეს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმის შექმნასა და მათი პრევენციის საკითხებზე, რაშიც იაპონიას დიდი გამოცდილება აქვს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობაზე.

ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების საკითხზე საუბრისას მხარეებმა იაპონიისა და საქართველოს ქალაქების, წყალტუბოსა და ჰაკონეს დაძმობილების პერსპექტივა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორივე ქალაქი გამორჩეული კურორტია, რომლებიც სამკურნალო წყლებით არის ცნობილი.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი კარენ მაკიშიმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰიდეტო კავასაკი მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R