საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანის ინიციატივით, ფორუმი - „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ გაიმართა

მედია და საზოგადოება 03 Jun 2025
ნინო წილოსანის ინიციატივით, ფორუმი - „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ორგანიზებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში, ფორუმი - „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“ გაიმართა.

ღონისძიებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ფორუმში მონაწილეობენ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადამიანები 64-ვე მუნიციპალიტეტიდან. ღონისძიების მიზანია გავაძლიეროთ კოორდინირებული თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან და ერთმანეთს გავუზიაროთ პრაქტიკული ინფორმაცია, რომ უფრო სრულყოფილი გავხადოთ ქალთა და ბავშვთა საკითხების მიმართულებით როგორც სოციალური პაკეტები, ისე პოლიტიკა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„კომისიის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების გაძლიერება ციფრულ სამყაროში, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე დაყვანა. მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, რაც პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი ქალის ჩართვას გულისხმობს, ხოლო მესამე პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახის გაძლიერება, რაც დემოგრაფიულ განვითარებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პაკეტების დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

ფორუმის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები განიხილეს. საჯარო ფინანსების მართვის ექსპერტმა შორენა კახიძემ ჩაატარა ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში ქალთა და ბავშვთა საკითხების გათვალისწინების თაობაზე. ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარდა ჯგუფური სამუშაო, სადაც ადგილობრივ გამოწვევებზე, მათი მოგვარების გზებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, სადაც აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტების ჩართულობით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R