საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

მედია და საზოგადოება 10 ივლისი 2025
ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები, გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

ასპინძის საკრებულოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, 1 ივლისს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. აღინიშნა, რომ ხანძრის შედეგად, კორპუსში მცხოვრები 16 ოჯახის ქონება სრულად განადგურდა და მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა. შეხვედრაზე დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორც ერთჯერადად, ასევე ბინების დაქირავების მიზნით, მყისიერი დახმარება გაეწია. ამ ეტაპზე დამწვარი საცხოვრებელი ფართების ექსპერტიზა და ზარალის დაანგარიშების პროცედურა მიმდინარეობს, ასევე მსჯელობა მიდის მათთვის გრძელვადიანი პერიოდით საცხოვრისებით დაკმაყოფილებაზე. ეს ადამიანები სტრესის ქვეშ არიან და მნიშვნელოვანია, რომ მათი ყოფითი საკითხების გადაწყვეტა უმოკლეს დროში მოხდეს. შეხვედრაზე ჩვენ დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს გავეცანით და შეძლებისდაგვარად დახმარებას დავპირდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ასპინძის საკრებულოს შენობაში პარლამენტის წევრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრებს და თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა შეხვედრის მონაწილეებს კომისიის დებულება, ძირითადი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები გააცნო.

„შეხვედრაზე მუნიციპალური საბჭოს წევრებს კომისიის საქმიქნობის პრიორიტეტები გავაცანით და იმ მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რომელზეც კომისია მიმდინარე წელს გეგმავს მუშაობას. ჩვენ ასევე გავეცანით ადგილობრივ ქალთა საჭიროებებს, მათ გამოწვევებს და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წევრები ადგილობრივი მეწარმე ქალების მიღწევებს გავეცანით და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრები მოვინახულეთ, სადაც ბენეფიციარებს დიდ დახმარებას უწევენ“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

გასვლითი შეხვედრების ფარგლებში ნინო წილოსანმა და კომისიის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი მოინახულეს და იქ მყოფ ბენეფიციარებს და მათ აღსაზრდელებს გაესაუბრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის მზრუნველობის ქვეშ ხორციელდება, მთელი რიგი გამოწვევები მაინც არსებობს, რაც დამატებითი აღმზდელების და ფსიქოლოგის დამატების საჭიროებას გულისხმობს.

„ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებაში სტუმრობისას ადგილზე არსებულ საჭიროებებს გავეცანით. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელები და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისი პროფილის ფსიქოლოგი მუშაობდეს. ჩვენი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ გაერთიანებას ფსიქოლოგი და აღმზრდელები დაემატებათ, რაც ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებულ ზრუნვას კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს“, - განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები სოფელ დამალაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მეწარმე ქალთან სტუმრობით დასრულდა. პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი მეწარმის მეურნეობა და საცხობი დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ სოფლის მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R