საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

მედია და საზოგადოება 10 Nov 2025
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 11 და 12 ნოემბერს გაიმართება.

 

11 ნოემბერს, სამშაბათს, პლენარული სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა, ასევე კანონმდებლები კანონპროექტებს განიხილავენ. ოთხშაბათს, პარლამენტი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს.

 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დაიწყება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების საკომიტეტო განხილვები, მათ შორის: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, კოდექსის იმ ნორმის მოქმედების ვადა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფას ეხება, 2031 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ნაცვლად, 2025-2026 სასწავლო წლისა, 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაწევას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R