საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 20 Jun 2025
პარლამენტის კომიტეტებმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე იმსჯელეს

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა გამართეს. ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, 2024 წელს მთავრობა მუშაობდა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ყოვლისმომცველი რეფორმების განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად. ხელისუფლებამ გადადგა არსებითი ნაბიჯები ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოსისტემების მდგრადი გამოყენების, ტყის უკეთ მართვის მიმართულებებით, რაც თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს. გასული წლის მანძილზე გაძლიერდა გარემოსდაცვითი კონტროლი, სამართალდარღვევების გამოვლენა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა. აგრეთვე, გრძელდება მუშაობა კლიმატის ცვლილების შედეგების პრევენციასა და ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე, რაც ადამიანების უსაფრთხოებას და სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებას ემსახურება.

ვითარდება დაცული ტერიტორიების სისტემები და იზრდება ეკოტურიზმის პოტენციალი, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონულ განვითარებას. ინერგება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე სისტემა, რაც მოიცავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობასა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას.

პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს ეყრდნობა და ქართული სოფლის განვითარების ახალი ეტაპი გახსნა. ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც ემსახურებოდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობას.


აგრეთვე, განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც სოფლის განვითარების, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერთა გადამზადებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზარდა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, აგრობიზნესის პროდუქციის წარმოება და ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა.


„სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 8,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო დაფინანსება თითქმის 2,5 მილიარდ ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული 20-ზე მეტი მხარდამჭერი პროგრამის შედეგად, დღეს უფრო მეტი ქართული პროდუქცია გადის ევროკავშირის ბაზარზე და ამასთანავე, ქართველ მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ უფრო მეტად ხარისხიან ქართულ პროდუქციაზე ჰქონდეს წვდომა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R