პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
მედია და საზოგადოება 19 Dec 2025

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურულად აცხადებს“, - აღნიშნა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანო მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.
