საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა

მედია და საზოგადოება 16 დეკემბერი 2025
პარლამენტში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მიმართეს.


​პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რეფორმის შინაარსობრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისა და პროპაგანდის ფონზე, ხშირად იკარგება რეფორმის არსი და მნიშვნელოვანი მიმართულებები.


„დღეს რეფორმის შეფასება ხშირად არა შინაარსის, არამედ იმის მიხედვით ხდება, თუ ვინ იყო მისი ავტორი და ვინ მონაწილეობდა პროექტის შემუშავებაში. თუ ამ პროცესში ჩართული პირები პოლიტიკურად განსხვავებულ ან დაპირისპირებულ პოზიციას წარმოადგენენ, ჩნდება დამოკიდებულება, თითქოს რეფორმა არ ვარგა. მიუხედავად ამისა, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, განათლება უფასო ხდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მისასალმებელ სიტყვაში განათლების რეფორმის ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.


„რეგიონებს მიენიჭება ახალი მუხტი, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, მისი სოციალური მდგომარეობისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება. ეს რეფორმა შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობის აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.


განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და რეფორმის განხორციელების პროცესში პარლამენტის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ეს ისტორიული რეფორმაა, რომელიც ახალი თაობის განვითარებასა და საქართველოს მომავალს ეხება. გვაქვს პასუხისმგებლობა, რეფორმის განხორციელებისას თითოეულ თქვენგანთან დავამყაროთ კავშირი. რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულია შვიდი ძირითადი პრიორიტეტი, რომელთა განხორციელების პროცესშიც საქართველოს პარლამენტი აქტიურად იქნება ჩართული, რათა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, განათლების გზაზე საქართველოს უდიდესი ისტორია აქვს.


„ვდგავართ ახალი გზის დასაწყისთან. ქვეყანაში განათლების სისტემაში გაურკვეველი ექსპერიმენტები დასრულდა. ჩვენ დიდი ისტორიის ხალხი ვართ. მაშინ, როდესაც არ არსებობდა ერთა ჩანასახებიც კი, საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება გვქონდა იყალთოსა და გელათის აკადემიების სახით. ჩვენი გადარჩენის მთავარი საიდუმლო ხარისხიან განათლებაშია“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს უმაღლესი განათლების რეფორმა და ძირითადი მიმართულებები გააცნო.


გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ.


​ღონისძიებაში პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R