საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილი შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების სესიაზე მოხსენებით წარდგა

მედია და საზოგადოება 17 ივნისი 2023
რატი იონათამიშვილი შშმ პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების სესიაზე მოხსენებით წარდგა

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მე-16-ე სესია პანელური დისკუსიით დაიხურა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი იყო.


პანელური დისკუსიის მთავარ თემას შშმ პირთა ინკლუზიური დემოკრატიის ფორმირება წარმოადგენდა.


აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი პირველად იყო გაეროში CRDP COSP-ის პანელური დისკუსიის ორგანიზატორი და ამ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის ჩართულობა საგანგებოდ აღინიშნა.


პანელურ დისკუსიაზე, ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელებმა მოსაზრებები გაცვალეს იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესონ კანონშემოქმედება და შშმ პირთა უფლებები პოლიტიკის ყველა სფეროში, ეფექტური საპარლამენტო პოლიტიკისა და სტრუქტურების მეშვეობით.


რატი იონათამიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობისა და კანონშემოქმედებითი პროცესების გამოცდილებაზე ისაუბრა.


სხდომაზე, შშმ პირთა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის როლი დადებითად შეფასდა.


კანონმდებლები და შშმ პირთა წარმომადგენლები შემდგომში შეისწავლიან და წარმატების ფაქტორებთან და ასევე, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს.


​პანელის დასასრულს, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ გაერო-ში, ევროპარლამენტის ეგიდით გამართულ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.


პანელურ დისკუსიას გაეროს შშმ პირთა კონვენციის ერთ-ერთი ავტორი და გაერო-ში საქართველოს საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი დოქტორი მარკუს შეფერი უწევდა მოდერაციას.


​მიმდინარე წლის სექტემბერში იგი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R