საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 12 Jun 2025
რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციის მე-18 ასამბლეის მონაწილეებს დისტანციურად სიტყვით მიმართა.


კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ძალთა გაერთიანებაზე. მანვე ისაუბრა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხზე და ამ კონტექსტში, ქართველი პარაათლეტების წარმატების მნიშვნელოვან როლსა და გავლენაზე.

რატი იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული კრიზისის არსებობას.

„მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება მრავალი გამოწვევა, რადგან რეალური განვითარება იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები საკუთარ თავს ხედავენ იმ მომავალში, რომელსაც ერთად ვქმნით. მომავლის სამიტის მიღწევების ხელშესახებ პროგრესად გარდაქმნის გზაზე, პაქტის ეფექტური განხორციელება, რომელიც განსაკუთრებით მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ მითითებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


კონფერენციის წლევანდელი სესიის მთავარი თემებია: ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობისა და შშმ პირთა მიმართ, ხელოვნური ინტელექტის როლი შშმ პირთა მისაწვდომობისა და ჩართულობის გასაძლიერებლად და შშმ თემის გაძლიერება სოციალური განვითარების მეორე მსოფლიო სამიტის წინ, რომელიც 4-6 ნოემბერს, დოჰაში გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R