საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

თავმჯდომარე 07 ივლისი 2025
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა

პარლამენტში სტაჟირების პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა.


ახალგაზრდებს პროგრამის დასრულება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვენთვის ეს პროგრამა საინტერესო და რაც მთავარია, დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების მომტანი ყოფილიყო“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს იყო პირველი განახლებული სტაჟირების პროგრამა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სტაჟირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა.

შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს, როგორც ახალი პროგრამის ორგანიზატორს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო აპირებს რეგულარულად შესთავაზოს ახალგაზრდებსა და სტუნდენტებს სტაჟირების პროგრამა, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა საპარლამენტო საქმიანობას გაეცნოს.


„იმედი მაქვს, ეს სამი თვე თქვენი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაც მიიღეთ. თქვენ ასევე მოგიაზრებთ, რომ იქნებით პარლამენტის „ელჩები“ თქვენს თანატოლებთან და მათაც დააინტერესებთ პარლამენტში სტაჟირების გავლის პროგრამით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„ვფიქრობ, სტაჟირების პროგრამამ კარგად ჩაირა იმ თვალსაზრისითაც, რომ კრიტიკული აზროვნების უფრო მეტი რესურსი გაგიჩნდათ. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, პოლიტიკური კულტურა აკლია. ძალიან გახშირდა ორმაგი სტანდარტები, საკითხების უსამართლო განსჯა და ამას უნდა დავუპირისპიროთ ინტელექტი, ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და საკითხების მიმართ პრინციპული დამოკიდებულება. სიღრმისეული ანალიზის უნარი საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენს რთულ პერიოდში. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ახალგაზრდებით, ვინც სტაჟირება ჩემს აპარატში გაიარა და მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს პედაგოგებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განახლებული სტაჟირების პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რამდენიმე წელი ეს პროგრამა შეჩერებული იყო და პარლამენტს, როგორც არასდროს, სჭირდებოდა თქვენი ახალგაზრდული სისხლი, ენერგეტიკა და ის მოტივაცია, რომელსაც თქვენ ჩვენ გვაძლევდით. ბევრმა ჩემმა კოლეგამ თქვენთან შეხვედრის სურვილი გამოხატა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს შეიძლება გჭირდებოდათ, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენც გვჭირდება თქვენი კრიტიკული აზროვნებით და ახალგაზრდული ხედვით ჩვენი მოტივაციაც და გარკვეული ხედვებიც გაფართოვდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამა ორმხრივად სასარგებლო იყო.

„პარლამენტში სტაჟირება განხვავებული პროცესია. თუ რომელიმე სამინისტროში მუშაობა ერთი მიმართულებით მიმდინარეობს, აქ არის იმის ფუფუნება, რომ უფრო ფართოდ, სისტემურად და სხვადასხვა ასპექტით შეხედოთ ყველაფერს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, სტაჟირების პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს თემატური მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: „პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სამართლებრივი რეგილირება ქართულ და ევროპულ საკონსტიტუციო სინამდვილეში“, „უკრაინის ომის გავლენა ქართულ დღის წესრიგზე: გამოწვევა თუ შესაძლებლობა“, „ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოში“, „გლობალური ქაოსიდან ეროვნულ სიმტკიცემდე“ და „აგროტურიზმი სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის“.


ღონისძიების დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.


სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა სამი თვე გრძელდებოდა და მასში 32-მა სტაჟიორმა მიიღო მონაწილეობა. სტაჟიორები გადანაწილებული იყვნენ საპარლამენტო კომიტეტებსა და პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R