საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ანაზღაურების კანონმდებლობით გათვალისწინებულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის ცვლილება დააინიცირა

განცხადებები 02 ნოემბერი 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ანაზღაურების კანონმდებლობით გათვალისწინებულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის ცვლილება დააინიცირა

საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.

 

საჯარო სამსახურში ხელფასების მატების ფონზე პარლამენტის წევრების გასამრჯელოს ადეკვატურად გაზრდის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრების ფაქტობრივი ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რის გამოც საჯარო სექტორში დასაქმებულებთან, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან შედარებით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება არაპროპორციულად დაბალია. ეს დისპროპორცია გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ავტომატურად არ არის მიბმული საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალი კოეფიციენტები დაადგინა, პარლამენტმა, იმ მომენტში, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება შესაბამისობაში არ მოყვანა ახალ კოეფიციენტებთან, რის შედეგადაც, არსებული მდგომარეობით, პარლამენტის წევრებს აქვთ არა მხოლოდ სხვა უწყებების თანამდებობის პირებთან, არამედ თავად პარლამენტის აპარატში დასაქმებულ რამდენიმე ათეულ თანამდებობის პირთან შედარებით დაბალი გასამრჯელო.

 

ამ დისპროპორციის აღმოფხვრის და პარლამენტის წევრებისთვის შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, რომლიც მიხედვითაც მომდევნო მოწვევის პარალამენტის წევრების ანაზღაურება 2025 წლის 1 იანვრიდან დაუახლოვდება, თუმცა სრულად არ აითვისებს, კანონით დადგენილ კოეფიციენტებს.

  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R