საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი ტაშკენტში, IPU-ის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრაში მონაწილეობს

აპარატი 06 აპრილი 2025
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი ტაშკენტში, IPU-ის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრაში მონაწილეობს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის შესაძლებლობებს პარლამენტების საქმიანობაში.

„მსგავსი შეხვედრები წარმოადგენს შესაძლებლობას არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვისაც. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მიმართულებით მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და მჯერა, გამოცდილებების შეჯერება საინტერესო და პრაქტიკულ შედეგებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.

IPU-ის 150-ე ასამბლეა და გენერალური მდივნების ასოციაციის სხდომა ხელს უწყობს საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას გლობალური გამოწვევების ერთობლივი გადაწყვეტისთვის.


აღნიშნული ასოციაცია (ASGP) წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებს და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას, ეფექტიან საპარლამენტო მართვის მოდელებზე ერთობლივ მუშაობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზების განხილვას უწყობს ხელს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R