საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა

მეგობრობის ჯგუფები 14 ნოემბერი 2022
საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ბანგკოკში, ტაილანდის სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გამართა.


საქართველოსთან ტაილანდის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჩალემჩაი ბუპნიალეპუნთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში. აღინიშნა ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის 30-წლიან დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობა.


ტაილანდის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე გაიმართა. საუბარი შეეხო ასევე მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ რთულ პროცესებს. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ მშვიდობის აღსადგენად უფრო მეტია გასაკეთებელი.


გამოითქვა სურვილი და მზაობა, რომ საქართველოსა და ტაილანდს შორის გამყარდეს ეკონომიკური კავშირები, ვაჭრობის და ინვესტიციების მიმართულებით. შეთანხმდნენ უახლოეს პერიოდში ქართულ-ტაილანდური ბიზნეს ფორუმის გამართვის თაობაზე.


საპარლამენტო ჯგუფმა შეხვედრა გამართა ასევე ტაილანდის პარლამენტის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ტაილანდის ვიზიტორების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ასევე, დიდია დაინტერესება საქართველოს მოქალაქეებს შორისაც, მოინახულონ ტაილანდი.


საქართველოსა და ტაილანდის მხარეებმა სამუშაო ფორმატში ისაუბრეს რეგულარული ავიახაზების ხელშეწყობაზე, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის გაძლიერებაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე ტურიზმის მიმართულებით. გამოითქვა სურვილი ორივე ქვეყნის უძველესი დედაქალაქების, მცხეთისა და აიუთია, დამეგობრების თაობაზე. ასევე აღინიშნა, რომ ორივე ქალაქის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს იუნესკო.


დელეგაციის წევრები შეხვდნენ ასევე მიწის კომიტეტის ხელმძღვანელ პირებს. ქართულმა მხარემ ტაილანდელი კოლეგებს „მიწის რეფორმასთან" დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.


მხარეებმა ისაუბრეს ტაილანდში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საჭიროებაზე. შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში საქართველოს ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო წარმომადგენლობა ეწვევა.


შეხვედრებს საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა.
საპარლამენტო დელეგაციაში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, სოზარ სუბარი, გელა სამხარაული და ირმა ზავრადაშვილი შედიოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R