შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “შუა დერეფნის” პროექტის განვითარების ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
შეხვედრა შალვა პაპუაშვილის ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.
