საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რაც საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის

პლენარული სხდომები 10 Dec 2025
შალვა პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რაც საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის

„UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეცნიერული გამოკვლევებითაც მტკიცდება და ახლა უკვე იუნესკომაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო.

„ხორბლის კულტურის ისეთ სახეობები, რომლებიც ევოლუციურად ახლოს დგანან ხორბლის ველურ სახეობებთან, შემონახულია მხოლოდ საქართველოში, ასეთია: ზანდური, კოლხური ასლი, მახა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა, რაც შეადგენს ხორბლის კულტურულ სახეობათა 70%-ს. მათ შორის ხუთი არის ენდემური სახეობა. ამას ემატება ის ფაქტიც რომ საქართველოში აღმოჩენილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.


„მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს, კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებს, ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო კვლევა/ძიების პროცესში. ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელიც ეხება არა მხოლოდ თავად ხორბლის კულტურას, არამედ მის გარშემო არსებულ ტრადიციებს, მათ შორის პურის ცხობის ტრადიციას, რაც საბოლო ჯამში, დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატებით, რაც რა თქმა უნდა, საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R