საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა

თავმჯდომარე 23 დეკემბერი 2025
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, 2025 წლის ელჩების კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო სესიის ფორმატში, საქართველოს ელჩებს პარლამენტში უმასპინძლა.


სამუშაო სესია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.


შალვა პაპუაშვილმა ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელებაში, ასევე, საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში საპარლამენტო დელეგაციებისთვის გაწეული ქმედითი დახმარებისთვის.


შალვა პაპუაშვილი ელჩებს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე ესაუბრა.


მან მიმოიხილა კანონები და კანონებში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება ინსტიტუციურ საკითხებს, დემოკრატიის დაცვის მექანიზმებს, პარლამენტის რეგლამენტს, ახალ საარჩევნო კოდექსს, შრომითი მიგრაციის საკითხებს.


შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი რეაგირებს მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე და იღებს კანონებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.


სესიის მეორე ნაწილი საპარლამენტო დიპლომატიას დაეთმო.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დიპლომატიის ორმხრივ და მრავალმხრივ ასპექტებზე ისაუბრა.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.


​სამუშაო სესიის ფარგლებში, აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.


​სამუშაო სესიის ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩების შეკითხვებს უპასუხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R