საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილი და მარიამ ლაშხი კრიპტო ბირჟის „bitFlyer“ დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 21 ივლისი 2025
შოთა ბერეკაშვილი და მარიამ ლაშხი კრიპტო ბირჟის „bitFlyer“ დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კრიპტო ბირჟის „bitFlyer“ დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ იუძო კანოს შეხვდნენ.


მხარეებმა კომპანია „bitFlyer“-ის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.


„ვისაუბრეთ საქართველო-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. კომპანია „bitFlyer“, რომელიც იაპონიაში ერთ-ერთი ლიდერია კრიპტო ვალუტის ვაჭრობით და ბაზრის 40%-ს ფლობს, დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. სტუმარს გავაცანით, თუ რამდენად ხელსაყრელი და გახსნილია საქართველოს ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება და ოპერირება მარტივია, კაპიტალის მიმოსვლა თავისუფალია, საგადასახადო განაკვეთები - დაბალი, ასევე დამატებითი საგადასახადო შეღავათები არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის და ინოვაციური სტარტაპებისთვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნიდან შესაძლებელია როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე ოპერირება. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას და ოპერირების დაწყებას, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, წაახალისებს ინოვაციებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა.


​შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R