საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ბერეკაშვილმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 11 დეკემბერი 2025
შოთა ბერეკაშვილმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან ერთად, ვენაში, ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.


როგორც შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა.


მისი თქმით, საქართველო მზად არის აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მდგრადი, უსაფრთხო და ინტეგრირებული ევროპული ენერგეტიკული სივრცის ჩამოყალიბებაში.


„ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული სექტორია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი განახორციელა როგორც ენერგომიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში, ისე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემისთვის მყარი საფუძვლის ჩამოყალიბებაში. საქართველო აქტიურად აგრძელებს ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობისა და საბაზრო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. მათ შორის ხაზგასასმელია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების (unbundling) ვალდებულების შესრულება ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად. უფრო ღრმა თანამშრომლობა და ინტეგრაციის გაგრძელება სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ფართო შესაძლებლობას შეუქმნის გავხდეთ საიმედო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფანი და ევროკავშირის ძლიერი პარტნიორი ენერგეტიკულ ვაჭრობაში. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო, დივერსიფიცირებული და თანამედროვე სტანდარტების ენერგეტიკული სისტემა, რომელიც საქართველოს საიმედო პარტნიორისა და დამაკავშირებელი ქვეყნის პოზიციას განამტკიცებს”, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.


საპარლამენტო პლენუმში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R