საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებით რწმუნებულს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 28 ოქტომბერი 2022
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებით რწმუნებულს შეხვდა

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ახალდანიშნულ საქმის დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპისთან გაცნობით შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეებზე ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.


აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ერთობლივი პროექტი განხორციელდა და ორივე ქვეყანა მზაობას გამოთქვამს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიური და მრავალფეროვანი გახდეს.


შოთა ხაბარელმა კორეელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის საგამომცემლო სტამბისთვის კორეის მხარის მიერ უანგაროდ გადაცემული ტექნიკური აპარატურისთვის მადლობა გადაუხადა და კორეის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.


მისივე თქმით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უახლოეს პერიოდში კორეის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება გაიმართება.


​შოთა ხაბარელის და კიმ ტონგ ოპისის შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი ბიზნეს პროექტების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საკითხები და ორმხრივი პირდაპირი ავია მიმოსვლის თემები მიმოიხილეს.


შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის შემდგომ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R