საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი: როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია

მედია და საზოგადოება 24 Apr 2024
სოზარ სუბარი: როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია

„პროპაგანდას პროპაგანდით უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი, რაც კი გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.


როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დღეს საჭირო გახდა ტრადიციული უფლებების დაცვა, რომლებიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო დონეზე - ეს არის ადამიანის უფლებები და არა ის, რის გამოცხადებასაც დღეს ცდილობენ გარკვეული ძალები.


„დღეს მსოფლიოში არის 10 მილიონამდე ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ერთი და იმავე სქესის მშვილებლები არიან. მეცნიერულად დადგენილია, რომ ამ ბავშვებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ ფსიქიკური თვალსაზრისით. მეორე პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვებს ამაზე ლაპარაკი ეკრძალებათ, იმდენად ძლიერია ის ლობი, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც გვიწევს ჩვენ კანონის მიღება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბერძნეთში, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, დააკანონებდნენ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას და ამას დააკანონებდა ის პარტია, რომელიც მოვიდა როგორც კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების პარტია.


„შეგახსენებთ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც მაშინ თქვა, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და არა პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ელჩებთან შეხვედრის დროს: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები მარგინალები არიან, ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც მოდის ზღვასავით, მეწყერივით, და რომლის გავრცელებას ცდილობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ კანონით დავიცვათ ჩვენი უფლებები. ვინმეს უფლებებს კი არ ვზღუდავთ, არამედ ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ვიცავთ იმ უფლებას, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული და ეს არის უფლება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა, ეს არის უფლება რომელიც მოდის ჩვენი რელიგიიდან, ჩვენი წარსულიდან, ჩვენი წინაპრებიდან. ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებელი რელიგია, მე არ ვიცი არცერთი ტრადიციული რელიგია, რომელიც იგივე ღირებულებას არ ცნობს და არ აღიარებს. ამიტომაც გახდა საჭირო საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ეს უფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მისი განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტები არავის უფლებების დარღვევისკენ არაა მიმართული.


​„ყველას უფლება არის დაცული, მაგრამ ეს უფლებები არის ყველასი, თანაბარი. ის, რომ ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული, ის, რომ გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული, ის, რომ წამებას არ უნდა დაექვემდებაროს არავინ, ის, რომ ყველას თანაბრად აქვს უფლება თავისი ორიენტაციის, ეს ყველაფერი არის დაცული, უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ არატრადიციული ღირებულებები არ მოგვახვიონ თავს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R