საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თენგიზ შარმანაშვილი: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული

საპარლამენტო უმრავლესობა 11 მაისი 2024
თენგიზ შარმანაშვილი: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული

„რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ჩვენ არავის უფლებებში არ ჩავერევით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ ამ წარმოუდგენელი იდეოლოგიით. ამიტომ ეს პროპაგანდა ჩაიკეტება და მისი თანმხლები მოვლენებიც, სამედიცინო მანიპულაციები და ასე შემდეგ, აღმოფხვრილი და აკრძალული იქნება საქართველოში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


თენგიზ შარმანაშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რის პრევენციასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს.

„წარმოვიდგინოთ მთელი დრამატიზმი როგორ ვითარდება ეს სამყარო და რისგან გვაქვს თავი დასაცავი. როდესაც 1995 წელს, ქვეყანა კონსტიტუციის რედაქციას იღებდა, იქ ეწერა, რომ ოჯახი არის მეუღლეთა ერთობა. მაშინ ამაზე შენიშვნა არავის გამოუთქვამს, არავის დაესიზმრებოდა, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ვინმე გარდა ქალისა და კაცისა. არც პრევენცია მოგვიხდენია, არც ეს საშიშროება დაუნახავს ვინმეს, არც სასულიერო პირს, არც ჩვენ, იმდენად ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნდა, მაგრამ შემდეგ სამყარო ისეთი მიმართულებით განვითარდა, რომ ხანდახან გონება ვეღარ ეწევა მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, 2017 წელს, ოჯახის განმარტებისთვის საჭირო გახდა „ქალისა და კაცის ერთობის“ კონსტიტუციაში ჩაწერა.

„ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენს პროექტში აღმოაჩენთ, რომ უკვე სიტყვა „გენეტიკური ქალი“ და „გენეტიკური კაცი“ გავაჩინეთ. იმიტომ, რომ თურმე ეს არჩევანი ყოფილა და მხოლოდ „ქალი“ და „კაცი“ რომ დავტოვოთ, შეიძლება ვინმემ განმარტოს, რომ ეს არჩევანზეა დამოკიდებული. რაღაცის დამატება და დაზუსტება გვიწევს, რომელიც შეიძლება 3-4 წლის წინ ვერც კი გაგვეთვალისწინებინა, ისე ვითარდება ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია მსოფლიოში, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.


მან ასევე ისაუბრა არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

„მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში საბავშვო ბაღში ასწავლიან, შენ ხარ ბავშვი და რომ გაიზრდები მერე აირჩევ - ვინ ხარ ბიჭი თუ გოგო. ამას ეუბნებიან 4-5 წლის ბავშვებს და აქეთ მიდის სამყარო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R