საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თენგიზ შარმანაშვილი: პროპაგანდას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

მედია და საზოგადოება 24 აპრილი 2024
თენგიზ შარმანაშვილი: პროპაგანდას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

„როდესაც კონსტიტუციის 1995 წლის რედაქციაში ჩავწერეთ მეუღლეთა ერთობა, არავის აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ვინმეს ქალისა და კაცის გარდა რამე სხვა ეგულისხმა, მაგრამ დაგვიდგა ეს დრო. როდესაც კონსტიტუციის 2017 წელის რედაქცია იწერებოდა, ქალისა და კაცის ერთობის ჩაწერა მოგვიწია. როგორც აღმოჩნდა ესეც საკმარისი არ ყოფილა და „გენეტიკური ქალის და კაცის“ ჩამატება გვიწევს ახლა. გონების მიღმაა უკვე, ვეღარ ეწევი ისე ვითარდება მოვლენები. ამიტომ ეს კანონი მისაღებია თუ არ არის მისაღები, ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. წარმოუდგენელი ამბები ხდება და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამის პრევენცია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოზურგეთში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საჯარო განხილვის დროს.


მისი განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ქვეყანამ რამდენიმე წლის წინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, უფრო ადრე, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. მაგრამ პროპაგანდა მიუღებელია.


„გერმანიაში ჰიტლერის წიგნი „მაინ კამპფ“ რომ გქონდეთ სახლში, კაციშვილი არ დაგიჭერთ, მაგრამ აბა გამოდით და ხალხის წინაშე მისი ციტირება დაიწყეთ. მაშინვე მოვა პოლიციელი და ხელბორკილს დაგადებთ. საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული ლიტერატურა რომ გქონოდათ, მოვიდოდნენ და დაგაპატიმრებდნენ. რაც გინდათ ის გქონდეთ, მაგრამ არავინ არ მოგცემთ უფლებას ამ იდეების პროპაგანდა დაიწყოთ ხალხში. წარმოუდგენელი ამბები ხდება. შეიძლება ყველაფერი ვერც კი გავითვალისწინოთ ისე სწრაფად იცვლება მოვლენები. ჩვენ პროპაგანდას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, თორემ რა თქმა უნდა, სრულწლოვანი ადამიანი რასაც უნდა იმას გააკეთებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.


მან თავის გამოსვლაში იმ ქვეყნებზე ისაუბრა, სადაც კანონით დაშვებულია სქესის შეცვლა და განაცხადა, რომ დროულად უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები.


​„იმდენად შემზარავად და წარმოუდგენლად ვითარდება მოვლენები, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ მიიღო კანონმდებლობა რომლის მიხედვითაც 14 წლის ზემოთ ადამიანს შეუძლია სქესი შეიცვალოს ისე, რომ არავის კითხოს. 14 წლამდე პირს მშობლების თანხმობით შეუძლია შეიცვალოს სქესი. მეგონა აქ დასვამდნენ წერტილს, მაგრამ კიდევ უარესი წავიკითხე, თუ მშობელი არ ეთანხმება, 12-13 წლის ბავშვს შეუძლია ამის გამო მშობელს სასამართლოში უჩივლოს. ამიტომ ეს პრევენციული ნაბიჯები ახლავე უნდა გადავდგათ, რომ ჩვენმა შვილებმა ისევ მოგმართონ „ქალბატონებო და ბატონებო“ და არა რაღაც სხვა გაურკვეველი ფორმის ნეიტრალური ტერმინოლოგიით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R