საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მერაბ ქვარაიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 06 ივნისი 2017
მერაბ ქვარაიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ღონისძიება ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის უშუალო ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში, რაც ახალი სოციალური საწარმოების ინიცირებას და უკვე არსებულების გაძლიერებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზირებას, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და თემის საკანონმდებლო რეგულირებას მოიცავს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი რეგულირების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, სახელმწიფოსთვის საზოგადოებრივი საკითხების მოგვარების დამატებით ინსტრუმენტს გააჩენს.

საქართველოში სოციალური მეწარმეობის თემაზე მუშაობა 2008-2009 წლებიდან დაიწყო და ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა განსაკუთრებულად აქტიური როლი შეასრულეს რამაც ერთი მხრივ სფეროს მხარდამჭერთა, ხოლო მეორე მხრივ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანთა რიცხვი გაზარდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ განვითარების სააგენტოს, შევედეთის განვითარების სააგენტოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების დახმარებით, საქართველოში დღეს, ათეულობით სოციალური საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.

მხარეებმა სახელმწიფოს მიერ სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რადგან, როგორც აღინიშნა, სოციალური საწარმოების აბსულუტური უმეტესობა შშმ პირთა ინკლუზიის საკითხებზე მუშაობს, რაც მათ დასაქმებას, რეაბილიტაციას, სოციალური სერვისების მიწოდებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას მოიცავს.

მხარეებმა სოციალური საწარმოების სამართლებრივი რეგულირების საჭიროებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საინიციატივო ჯგუფისთვის მისასალმებელია აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღამასრულებელ ორგანოებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა
23 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა

მსგავსი

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
23 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ
10 ივნისი 2026

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R