საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 05 Jul 2018
სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ამერიკელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგებისა და ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთაც საქართველოში ვახორციელებთ ადამიანის უფლებების მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის არის, ასევე, წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, ვცდილობთ გავზარდოთ საპარლამენტო კონტროლი. როცა ვამბობთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო კონტროლიც უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე. დღესდღეობით ამის ბერკეტები არ გაგვაჩნია და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ამ მექანიზმებს. ამ საქმეში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას აქვს ძლიერი საპარლამენტო კონტროლის ხანგრძლივი გამოცდილება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ის სახელმწიფო, სადაც მთავრობის წევრებზე კონტროლის მექანიზმები ძალიან ეფექტურია. კომისიის წევრებისგან მოვისმინეთ თუ როგორი პრაქტიკა არსებობს შეერთებულ შტატებში ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და რომელიც მიმართულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ. ამ კონტექსტში ჩვენს პარტნიორებთან გავცვალეთ მოსაზრებები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს
17 Dec 2025

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
16 Dec 2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
12 Dec 2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
05 Dec 2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
05 Dec 2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R