საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

მედია და საზოგადოება 21 Feb 2024
ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.


ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.


ახალგაზრდებმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკითხის მოგვარების თაობაზე თავიანთი ხედვა გააცნეს და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც დღეს პროფესიიდან ბევრი ახალგაზრდა გაედინება.


„ამ სფეროში გამოწვევები ნადვილად არსებობს. დღეს უკვე მეორედ შევხვდით ახალგაზრდებს და მათ დეტალურად წარმოადგინეს ამ სფეროს რეფორმის შესახებ წინადადებები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, მათ შორის, არის ის, რომ საკმარისი არაა სარეზიდენტო ადგილები და ეს ადგილები დამატებით მოსაპოვებელია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბევრი სარეზიდენტო პროგრამა არის ფასიანი. განსაკუთრებით მოთხოვნად საექიმო სპეციალობებზე გვაქვს ადგილების დეფიციტი. ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გამოწვევა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაზე სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R