საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 Nov 2023
ზაზა ლომინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა გლობალური პლატფორმის დელეგაციის წევრებს შეხვდა.


„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ადგილზე ნახონ და შეისწავლონ თუ როგორია მდგომარეობა არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით, რას ვაკეთებთ ამ კუთხით საქართველოს პარლამენტი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი რეგიონებსაც ეწვევიან, შეაფასებენ ჩვენს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს და დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პარლამენტის მუშაობას არაგადამდები დაავადებების მიმართულებით და, ზოგადად, ჯანმო-სთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს, დიდი მიღწევები აქვს თუნდაც თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, რაშიც უდავოდ დიდია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წვლილი, ასევე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჯანმო-სთან თანამშრომლობა სხვა საკანონმდებლო აქტების მიღების დროსაც.


მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R