საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება

მედია და საზოგადოება 15 ოქტომბერი 2025
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის წარდგინებით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, შესაძლებლობა მიეცემა შექმნას ფრაქცია თუ იგი წარდგენილი იყო როგორც უპარტიო კანდიდატი ან თუ ის შესაბამის პოლიტიკურ პარტიას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.


მომხსენებლის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი ცვლილებების პროექტი, 2025 წლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ იმოქმედებს 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე.


კომიტეტის წევრების შეფასებით, ცვლილებების შედეგად, საკრებულოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება, შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილ ორგანულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.


სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ახალი ინიციატივა წარადგინა.


​„ხშირ შემთხვევებში, კომისიის თავმჯდომარეები გარკვეული საპატიო მიზეზების გამო კომისიის სხდომის ჩატარებას ვერ ახერხებენ, რამაც შეიძლება საკრებულოს საქმიანობა შეაფერხოს. ასეთ სიტუაციაში თუ ადგილზე იქნება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მას მიეცეს შესაძლებლობა ჩაატაროს კომისიის სხდომა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. წარმოდგენილ ინიციატივას კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ და კოდექსში მის ასახვას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R