საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

მაჟორიტარი დეპუტატები 30 მაისი 2022
დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

„გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ტურიზმისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.


პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე.


​თანამედროვე სტანდარტების აკადემიაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები, სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, ინვენტარით.


აკადემია სტუდენტების პირველ ნაკადს 2024 წელს მიიღებს.


„გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით, შესაძლებლობა ეძლევა არა მხოლოდ გურჯაანს და კახეთს, არამედ საქართველოს, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი ტურიზმისთვის, ასევე, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის როლი და უდიდესი წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის თაობაზე ბასკეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და სასწავლებლის დაფუძნებაში. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის – გურჯაანში საფუძველი ეყრება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა. მოხარული ვარ, რომ ეს აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან,“ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.


ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილსაც მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა, ხოლო ცერემონიის დასასრულს, ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დაირგო.


​კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი:  მოსახლეობასთან უწყვეტი კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია
29 აპრილი 2022

დავით სონღულაშვილი:  მოსახლეობასთან უწყვეტი კავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R