საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 20 აპრილი 2022
დავით სონღულაშვილი საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად მანავსა და თოხლიაურში იმყოფებოდა.


ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


მოსახლეობის თქმით სოფელ მანავში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სარწყავი არხების ოპერატიულად გასუფთავება წარმოადგენს, თოხლიაურში კი სკოლის გათბობის სისტემის კეთილმოწყობა სჭირდებათ.


მათ ასევე, მიწის რეგისტრაციის პრობლემებზე ისაუბრეს.


დავით სონღულაშვილმა ამ მიმართულებით რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივებს.


„რაც შეეხება, მიწის ნაკვეთების პირად საკუთრებაში რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას, ამასთან დაკავშირებით ვახორციელებთ მიწის სისტემურ რეფორმას, რომლის ფარგლებშიც, აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სარეგისტრაციო პროცესები მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა და მოსახლეობას, ყველა სახის მომსახურება საცხოვრებელ ადგილზე მიეწოდება,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.


დავით სონღულაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს სამაჟორიტარო ოლქში სისტემატურად მართავს.


​არსებული პრობლემების გადაჭრისა და გამოწვევებზე საპასუხოდ კი, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იგეგმება შემდგომი აქტივობები და განსახორციელებელი პროექტები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R