საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი საგარეჯოში ახალგაზრდებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 20 აპრილი 2022
დავით სონღულაშვილი საგარეჯოში ახალგაზრდებს შეხვდა

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი საგარეჯოელ ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს შეხვდა.


ახალგაზრდებმა დეპუტატთან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიბლიოთეკის აშენება იყო.


 საუბარი ასევე შეეხო არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საჭიროებასაც და ინტერნეტიზაციას. რაც შეეხება სპორტსმენებს, მათ სპორტული სივრცეების რეაბილიტაციის საკითხი დააყენეს. როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, ბიბლიოთეკის საპროექტო სამუშაოებისთვის პროცედურები უკვე დაწყებულია და მალე აღნიშნული პრობლემა გადაჭრილი იქნება.


„მოხარული ვარ, რომ საგარეჯოელი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და მუდმივად კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ახალგაზრდული გარემოს გაჯანსაღებას საგარეჯოში და დაეხმარონ ერთმანეთს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მუშაობის შედეგი იქნება მალე ახალი სივრცის გაჩენა საგარეჯოში, სადაც ბიბლიოთეკა განთავსდება,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


​აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილის ინიციატივით უკვე 5 წელია, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭო არსებობს, რომელიც ახალგაზრდული გარემოს ქმნის და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R