საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 28 აპრილი 2022
დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ანაგაში, ვაქირსა და ბოდბისხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, თუმცა ელოდებიან მიმდინარე სამუშაოების დასრულებას, რის შემდეგაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.


დღის ბოლოს, დავით სონღულაშვილი ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ადმინისტრაციასა და მწვრთნელებს შეხვდა, რომელთაგან სხვადასხვა სპორტული მიმართულების მუშაობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო ინფორმაცია.


„მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მასობრივი სპორტის განვითარებას შევუწყოთ ხელი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინვენტარისა და სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ და სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის შევაჯერეთ ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში, აქ გაზრდილი ბევრი სიღნაღელი სპორტსმენი გვასახელებს მსოფლიო მასშტაბით,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
​

დეპუტატთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი.


დავით სონღულაშვილი თავის სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R