საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ჩამოსული უკრაინელი ოჯახები მოინახულა

მაჟორიტარი დეპუტატები 24 აპრილი 2022
დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ჩამოსული უკრაინელი ოჯახები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
​

„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეები მოვინახულე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მათთვის, რომ აღდგომას თავისი ქვეყნის გარეთ ხვდებიან. ჩვენთვისაც სამწუხარო რეალობაა, რადგან ეს განცდა არ არის უცხო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აუცილებელია, რომ თითოეულმა უკრაინელმა ოჯახმა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარ სამშობლოში, როგორც საკუთარ ოჯახში და მეგობრების წრეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მცირედი ყურადღება და ზრუნვა, მათთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს,“ - აღნიშნა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

 

პარლამენტის წევრმა, ასევე ხაზი გაუსვა ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. ის რომ, 21-ე საუკუნეში კიდევ არსებობენ საკუთარი ქვეყნიდან დევნილები და არსებობს აგრესორი, რომელიც შუაგულ ევროპაში თავს ესხმის სუვერენულ ქვეყანას, ეს არის მთელი მსოფლიოს ტრაგედია. კიდევ ერთხელ, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის უკრაინიდან ჩამოსული 11 ოჯახი იმყოფება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R