ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ
მედია და საზოგადოება 04 ნოემბერი 2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელის მთავარ კულტურულ ცენტრ „BOZAR“- ში კინემატოგრაფიის დარგობრივ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართული კლასიკური და პოლიფონიური მუსიკის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული კინოს პოპულარიზაციისა და "BOZAR“- ის საერთაშორისო პროგრამაში ნორჩი მუსიკოსების ინტეგრირების საკითხი", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
