საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება.
 
კანონპროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).
 
კანონპროექტში გაწერილია პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
 
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ახალი პოლიციელების მოზიდვას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას შეძლებენ.
 
„პროექტი პოლიციის სისტემაში ახალი საბაკალავრო პროგრამის შექმნას ითვალისწინებს. რაც მთავარია, სხვა არცერთ უნივერსიტეტს მსგავსი პროგრამა არ ექნება. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სწავლის პერიოდში თითოეული სტუდენტი სრულად უზრუნველვყოთ ყველა გათვალისწინებული საჭიროებით - კვება, საცხოვრებელი, ფორმა, ტაქტიკური, ფიზიკური და საცეცხლე მომზადება. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მათი სისტემაში დასაქმების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
 
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დღეს მოქმედი სპეციალური და პროფესიული გადამზადების პროგრამები დარჩება და ეს პოლიციის აკადემიის საქმიანობის მეორე მიმართულება იქნება.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეთავაზება გაიზიარა აღნიშნულ საკითხთან ერთად განიხილონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის საკითხი.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R