საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 30 ოქტომბერი 2025
მარიამ ლაშხი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის (ICME 2025) გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ლაშხმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად გამოაცხადა უმაღლესი განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა. მისი თქმით, სამედიცინო განათლება ამ რეფორმის პრიორიტეტია, რადგან უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„გვწამს, რომ ძლიერი განათლება ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია, ხოლო ძლიერი სამედიცინო განათლება ჯანმრთელი საზოგადოების გარანტია. ჩვენი მიზანია დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში როგორც ხარისხზე და ინოვაციაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხის თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი სამეცნიერო ტრადიციები და განსაკუთრებული პოტენციალი სამედიცინო მეცნიერებებში, მათ შორის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ცნობილია უნიკალური გენეტიკური რესურსებით, ფაგოთერაპიის კვლევის მდიდარი ისტორიით და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრებით, რაც ქმნის მყარ საფუძველს თანამედროვე ბიომედიცინური ინოვაციების განვითარებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.


კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება, კვლევისა და პრაქტიკის ინტეგრაცია, საერთაშორისო აკრედიტაციისა და აღიარების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა უმნიშვნელოვანესია.

სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.


ღონისძიების მიზანია სამედიცინო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენცია 30-31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R