საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 ოქტომბერი 2025
მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მხრივ სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სომხეთთან ყველა დონეზე ურთიერთობების გაძლიერება და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობა.

„დელეგაციის წევრებმა საქართველოს მიმართ მადლიერება გამოთქვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ვისაუბრეთ სამომავლოდ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის შესაძლებლობებზე. ასევე, სომხეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეზე, ერევნის უნივერსიტეტში გახსნილი ქართველოლოგიის ცენტრის განვითარების მნიშვნელობაზე, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე და საზღვრისპირა სოფლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, კომიტეტის წევრები - ვლადიმერ კახაძე, ლიკა შარტავა და ვლადიმერ ბოჟაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R