საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 22 აგვისტო 2025
ნიკოლოზ სამხარაძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს - მინისტრის მოადგილე მარია ლაურა და როშას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოსა და მერკოსურის გაერთიანების ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.


მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ლათინურ ამერიკაში და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების პრობლემები. ქართველმა კანონმდებლებმა ბრაზილიელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. ქართულმა დელეგაციამ ბრაზილიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


ნიკოლოზ სამხარაძემ ბრაზილიელ დიპლომატს, ლათინური ამერიკის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის განხორციელებაში დახმარების წინადადებით მიმართა. მისივე თქმით, საქართველო პოლიტიკურ მხარდაჭერას ვენესუელას და ნიკარაგუას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების კუთხითაც საჭიროებს და ამ საკითხში ბრაზილიის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უზრუნველსაყოფად.


საპარლამენტო დელეგაციის წევრები აგრეთვე ეწვივნენ ბრაზილიის დიპლომატიურ აკადემიას - რიო ბრანკოს ინსტიტუტს და მის გენერალურ დირექტორს მიტცი ვალენტე და კოშტას ესაუბრნენ. ქართველი კანონმდებლები დიპლომატიური აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სწავლების სპეციფიკას გაეცნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა ქართველი დიპლომატების რიო ბრანკოს ინსტიტუტში სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აკადემიის გენერალურმა დირექტორმა ქართველი დიპლომატების ჩარიცხვის მზაობა გამოთქვა.


როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა დიპლომატების მომზადების კუთხით, რიო ბრანკოს დიპლომატიური აკადემია ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ წარმატებულ და უძველეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს და მათთან თანამშრომლობა ახალგაზრდა ქართველი დიპლომატებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის უკეთ შესწავლისათვის.


ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ჯგუფის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე. ქართველ კანონმდებლებთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R