საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 16 Jul 2025
ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პნომპენში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეან) საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.


ასამბლეის აღნიშნული სხდომა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.


„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია არის ისტორიულად, კულტურულად და ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი რეგიონი მსოფლიოში, ამიტომ მისი ჩართვა გლობალური საკითხების მოგვარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობისა და აქტუალურობის მქონეა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის დასამყარებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.


„ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციებს, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა კრიზისის მოგვარების საბაბით მიმართავს უხეშ ძალას, რაც რეალურად კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტებსა და საერთაშორისო კრიზისებს. შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობის ზრდა, რასაც ემატება მაღალი რანგის პოლიტიკოსების შემაშფოთებელი, საომარი რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. საქართველო მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საქართველო 2023 წლიდან არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი და რეგულარულად მონაწილეობს მისი ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R