საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ინდოეთში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 02 დეკემბერი 2025
ნიკოლოზ სამხარაძემ ინდოეთში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის, Observer Research Foundation-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას გაუძღვა.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მოხსენებით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გეგმაზე. ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და გამოწვევებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის დივერსიფიცირებაზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე და საინვესტიციო პოტენციალზე, შუა დერეფანზე, ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ პროექტებზე.

მოხსენების შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატში საუბარი გაგრძელდა საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ზეგავლენაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებსა და საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლზე, ასევე, გაერო-ს რეფორმირებისა და მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში დიდი და პატარა ქვეყნების როლზე.

დისკუსიაში ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.


საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან: ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R