საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანი აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 29 Oct 2025
ნინო წილოსანი აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობს.

ვიცე-სპიკერმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავის ცერემონიაზე მილი მეჯლისის ისტორიულ შენობაში. ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ერთდროულად მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნების კონსტიტუციებიც ერთი და იმავე - 1995 წელს, ზუსტად 30 წლის წინ იქნა მიღებული. კონსტიტუციების მიღება არ წარმოადგენდა მხოლოდ ისტორიულ ან საკანონმდებლო აქტს, არამედ, ამას გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა რამეთუ, ამით, კონსტიტუციურად გამყარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ახალი ეპოქა, ახალი ერა დაიწყო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღება საქართველოსა და აზერბაიჯანში მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ჩვენი ქვეყნები აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ იმ მდგომარეობაში, სადაც მათზე ვრცელდებოდა უცხო ძალის გავლენა. მისივე თქმით, აღნიშნული აქტით ჩვენმა ერებმა პასუხისმგებლობა იკისრეს  ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე, წინაპრებისა და შთამომავლების წინაშე და იმაზე, რომ გვაქვს ამბიცია - ავაშენოთ დამოუკიდებელი, სუვერენული და წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოები.

„1995 წლიდან, სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყნებმა გაამყარეს საკუთარი დამოუკიდებლობა, განავითარეს ეკონომიკები, გააძლიერეს საერთაშორისო კავშირები და მტკიცედ მოითხოვეს ღირსეული ადგილი დამოუკიდებელი და სუვერენული ერების პოლიტიკურ რუკაზე. ჩვენი კონსტიტუციების მიღებიდან 30 წლის და ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის აღიარებიდან 34 წლის შემდეგ, კვლავ გვიწევს იმ საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც ჩვენი ერების ჭეშმარიტ სუვერენიტეტს ემუქრება. სამწუხაროდ, არსებობს ის საერთაშორისო ტენდენცია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, საკუთარი ქვეყნების სახელით, საუბრობენ იმას, რაც ეწინააღმდეგება თავად დემოკრატიის არსს. უცხოური ჩარევა და ეროვნული სუვერენიტეტი შეუთავსებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. ასეთი შეტევა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიუთითებს იმაზე, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ყოველდღიურ ბრძოლას მოითხოვს და წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმთავრეს მიზანს. ჩვენს მიერ ჩვენი ხალხის მომავლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს მტკიცე საფუძველი აქვს ჩადებული ჩვენს ეროვნულ კონსტიტუციებში. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი ხალხის სურვილს, რომელიც მყარად არის ჩაწერილი ამ ისტორიულ დოკუმენტებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, მის საფლავთან, პატივი მიაგო.


​კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, ვიცე-სპიკერი ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკეს „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R