საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა კვიჟინაძე: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია

პლენარული სხდომები 21 Feb 2024
პაატა კვიჟინაძე: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეს იმის ბრალია, ამის ბრალია, ხალხის დამსახურებაა, რა თქმა უნდა ხალხის დამსახურება არის, მაგრამ ხალხის დამსახურება ორი წლის წინ, ათი წლის 15 წლის წინ არ იყო?“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს.


კომიტეტის თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამინისტროს დღის წესრიგშია. პაატა კვიჟინაძემ მთავრობის კარგი მუშაობის დასტურად PEFA-ს მეთოდოლოგია მოიყვანა, სადაც საქართველოს 59 ქვეყანას შორის უმაღლესი შედეგი აქვს.


პაატა კვიჟინაძემ გასულ წლებზეც და იმ პრობლემებზეც ისაუბრა რაც პანდემიის და გეოპოლიტიკური შოკის გამო საქართველოს შეექმნა, თუმცა მისი თქმით, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი და პოზიტიური შედეგები მოიტანა ყველა სექტორში.


„2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, დეფიციტმა 9% შეადგინა (კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვარი 3%-ია), ხოლო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელმა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. 2023 წელს კი მოდიფიცირებულმა ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5%, ხოლო მთავრობის ვალმა 39.3% შეადგინა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან და აღნიშნა, რომ ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, როგორც ფისკალური ისე მაკროეკონომიკური კუთხით, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R