საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 27 ოქტომბერი 2025
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-InGeorgia--ს დამატებითი დაფინანსება)“ წარადგინა.


​სარატიფიკაციო შეთანხმების თანახმად, ინტერნეტიზაციის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, დამატებით 40 მლნ. დოლარის გამოყოფა მოხდება.


მინისტრის მოადგილემ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.


„ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 2000 კილომეტრი ქსელის გაყვანა, აქტიურ ფაზაშია 1050 კილომეტრი ქსელის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო უახლოეს პერიოდში 1500 კილომეტრამდე ქსელის გაყვანაა დაგეგმილი“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.


​მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაც გააცნო, რომელიც ინტერნეტიზაციის ქსელის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილი თანხის, 80 მლნ. დოლარის ვადის გახანგრძლივებას შეეხება.


ცვლილების თანახმად, სესხის დასრულების თარიღად 2025 წლის ნაცვლად, 2027 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრება. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R